შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი სვანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქ. ქუთაისის მუსიაკლური სასწავლებლი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია(საფორტეპიანო). სტუდენტობის წლებშივე დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის N8 და N9 მუსიკალურ სკოლებში, შემდგომში N4 მუსიკალური სკოლისა და ტექნიკუმის დირექტორი; 1945 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის პედაგოგი; 1946-1948წწ. მის მიერ დაარსებული სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებული საფორტეპიანო ტრიოს წევრი (გ. სვანიძე - ფორტეპიანო, ძმები შოთა - ვიოლინო და კოტე - ვიოლონჩელო შანიძეები); 1947-1949წწ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ხელოვნების საქმეთა სამმართველოს კადრებისა და სასწავლო დაწესებულებათა განყოფილების უფროსი; 1949-1966წწ. იყო თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" დირექტორი და პედაგოგი (ფორტეპიანო). პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 428 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |