The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ ვერულეიშვილი

ავთანდილ ვერულეიშვილი
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1918
გარდაცვ. თარიღი:23 აგვისტო, 1987  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

სწავლობდა თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1941 წელს.

მსახიობად მუშაობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კინტო (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), მეღორე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), მოლა მუსა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ტიბალტი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), აიტუზა (მ. მრევლიშვილის "ხარატაანთ კერა"), რაბინი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), დერვიში (ნ. ჰიქმეთის "ლეგენდა სიყვარულზე"), სერგო, დარჩო (ა. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში", "ყარამან ყანთელაძე"), ფიჩხულა (ა. ცაგარლის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ჩინჩახელი (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), ამილახვარი (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი") და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: "თხუნელა" (1962), "არდადეგებზე" (1962), "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" (1965), "გელა" (1971), "როცა დედები შინ არ არიან" (1977), "დათა თუთაშხია" (I-ქურდი, 1978); მოღვაწეობდა ქართულ ესტრადაზე; მონაწილეობდა ტელე - და რადიოდადგმებში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.253

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: