შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრო ნიჟარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაღლაკი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული კულტურების ფაკულტეტი 1934 წელს. მუშაობდა კპ ცკ-ში. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის პრორექტორად და ბიოქიმიის კათედრის გამგედ. საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის დირექტორად. 1960 წლიდან საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევის ინსტიტუტის დირექტორია. მისი შრომები ეხება საქართველოში გავრცელებული კულტურისა და გარეული ხილის ბიოქიმიისა და ტექნოლოგიების შესწავლას, მათი შენახვისა და სამრეწველო გამოყენების მეთოდების დამუშავებას. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1973), ბიოქიმიკოსი. წაყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7-თბ., 1984.-გვ.442 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |