შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ვერულეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1947 წელს. 1949 წლიდან მთავარ მხატვრად მუშობდა სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. მხატვრულად გააფორმა სპექტაკლები: უ. შექსპირის "ანტონიუსი და კლეოპატრა" (1956), ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი" (1955), ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი" (1959); დამდგმელი მხატვარია ფილმების: "არდადეგებზე" (1962), "ზღვის ბილიკი" (1962). მისი შემოქმედება გამოირჩევა ჟანრულ-თემატური მრავალფეროვნებით, ხატავდა საქართველოს პეიზაჟებს, თანამედროვეთა პორტრეტებს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.253 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |