The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ვერულეიშვილი

ალექსანდრე ვერულეიშვილი
დაბადების თარიღი:21 ივლისი, 1916
გარდაცვ. თარიღი:2000  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1947 წელს.

1949 წლიდან მთავარ მხატვრად მუშობდა სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. მხატვრულად გააფორმა სპექტაკლები: უ. შექსპირის "ანტონიუსი და კლეოპატრა" (1956), ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი" (1955), ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი" (1959); დამდგმელი მხატვარია ფილმების: "არდადეგებზე" (1962), "ზღვის ბილიკი" (1962). მისი შემოქმედება გამოირჩევა ჟანრულ-თემატური მრავალფეროვნებით, ხატავდა საქართველოს პეიზაჟებს, თანამედროვეთა პორტრეტებს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.253

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: