The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



თეიმურაზ ვეფხვაძე

თეიმურაზ ვეფხვაძე
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1944  (73 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1966 წელს.

1970–1994წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგადი და უმაღლესი მათემატიკის კათედრებზე; 1995–2006წწ. – ფიზიკის ფაკულტეტზე; 2006 წლიდან – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტზე; 1996 წლიდან (შეთავსებით) – პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალურ ინსტიტუტში; მისი კვლევის ძირითადი მიმართულებაა: რიცხვთა წარმოდგენა დადებითად განსაზღვრული კვადრატული ფორმებით და მასთან დაკავშირებული საკითხები კვადრატულ ფორმათა ანალიზური არითმეტიკიდან. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1996). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.261

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი, პრეზიდენტი (2001-2005)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - სტუდენტთა ნაშრომების საკავშირო კონკურსი, პირველი პრემია
    ლიუვილის ცნობილი ფორმულების დამტკიცებისათვის

ბიბლიოგრაფია

  • მათემატიკა: მე-12 კლასი: მასწავლებლის წიგნი : მეთოდიკური რეკომენდაციები, საკონტროლო წერის ვარიანტების ნიმუშები და მითითებები ამოცანების ამოსასახსნელად (თანაავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2012. - 248გვ.. - ISBN: 978-9941-439-13-1
  • მათემატიკა : მე-10 კლ. სახელმძღვ. (თანაავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2009. - 416გვ. . - ISBN: 978-9941-410-47-5
  • მათემატიკა : მე-7 კლასის სახელმძღვ. (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2006. - 408გვ.. - ISBN: 99940-59-40-8
  • გეომეტრია : მე-8 კლ. სახელმძღვ. (თანაავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2005. - 152გვ. . - ISBN: 99940-39-12-1
  • ალგებრა IX [კლასი] : მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნი (თანაავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2005. - 226გვ.. - ISBN: 99940-39-62-8

გააზიარე: