The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესარიონ ნიჟარაძე

ბესარიონ ნიჟარაძე
სხვა სახელი:თავისუფალი სვანი
ბესარიონ სვანი  (ფსევდონიმი)
სვანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:21 ნოემბერი, 1852
გარდაცვ. თარიღი:1919  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ უშგულის ლამარიას ეკლესია, მესტიის რაიონი
კატეგორია:ეთნოლოგი, პუბლიცისტი, სასულიერო პირი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი უშგული, მესტიის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი 1874 წელს.

პირველი წერილი გამოაქვეყნა 1873 წელს. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში ("შრომა", "დროება", "ივერია" და სხვ.). წერილებსა და ნარკვევებში ეხებოდა სვანეთის ისტორიის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, ფოლკლორის, გეოგრაფიისა და ენის საკითხებს. 1892 წელს მღვდლად ეკურთხა. მისი თხზულებები თავმოყრილია წიგნში "ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები", რომელიც თარგმნილია რუსულად და გერმანულად. ქუთაისში გამოიცა კრებული "სვანური ზღაპრები" (1893). გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე სვანურ-რაჭული საგმირო-საისტორიო სიტყვიერების ნიმუშები. მას ეკუთვნის გამოკვლევები: "სვანეთის მანუკრისტები"("ივერია", 1903, N194), "სვანეთის ხელნაწერები"("მოამბე", 1904, N9, 10), "მოკლე მიმოხილვა სვანური გრამატიკისა"("ძველი საქართველო", ტ. II, ტფ., 1911-1913) და სხვ. ქართველი საზოგადო მოღვაწე.

 წაყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7-თბ., 1984.-გვ.442

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საისტორიო, საეთნოგრაფო საზოგადოება , წევრი (1907-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: