The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ევგრაფ ვახანია

ევგრაფ ვახანია
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1911
გარდაცვ. თარიღი:24 იანვარი, 2003  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხაბუმე, ახლანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი 1932 წელს.

მუშაობდა გეოლოგიურ სამმართველოში (გეოლოგიური პარტიის უფროსი), 1933-1940 და 1945-1979 წლებში "საქნავთობში" (გეოლოგიური პარტიის უფროსი, გეოლოგიური საძიებო კანტორის მთავარი გეოლოგი, 1959-1979 წლებში-ტრესტის მთავარი გეოლოგი). 1955 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტუის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების კათედრის პროფესორი; 1979-1981 წლებში იყო ნავთობის მრეწველობის ჩრდილოეთ კავკასიის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის დირექტორის მოადგილე; 1981 წლიდან-ტრესტ "საქნავთობგეოფიზიკის" თემატიკური პარტიის უფროსი; 1978-2003წწ. "ნავთობგეოფიზიკის" მთავარი კონსულტანტი. ევგრაფ ვახანია იყო საქართველოს ნავთობიანი რეგიონების ცნობილი მკვლევარი. დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოს მეზო-კაინოზოური ნალექების ნავთობ-აირიანობის შესწავლის მეცნიერული საფუძვლების დადგენაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი ამ თვალსაზრისით საინტერესო ნალექების სტრატიგრაფიის, ტექტონიკის, პერსპექტიულობის, ძიების მეთოდური და სხვა საკითხების კვლევაში. არის 100-დე სამეცნიერო პუბლიკაციის აავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1993). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.220; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 127

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1998-)
  • საქართველოს გეოლოგიური საზოგადოება, საპატიო წევრი (1991-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია

  • მაცოცხლებელი შადრევანი : საქ. ნავთობისა და გაზის მრეწველობის განვითარების მოკლე ისტორია (ავტორი). - თბილისი, "სამშობლოს" გამ-ბა და სტ., 1996. - 151გვ.

გააზიარე: