The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თორნიკე ვახვახიშვილი

თორნიკე ვახვახიშვილი
სხვა სახელი:აგაფონ
დაბადების თარიღი:5 ოქტომბერი, 1837
გარდაცვ. თარიღი:8 იანვარი, 1909  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ვარშავა, პოლონეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კურდღელაური, ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტი.

სამხედრო სამსახური დაიწყო გალიცინის ეგერთა პოლკში, შემდეგ მსახურობდა ჟიტომირის ქვეითთა პოლკში. 1860 წლიდან მეთაურობდა სოკოლსკოეს ცხენოსანთა საბადრაგო რაზმს. ლაიბგვარდიის ვოლინის პოლკის შემადგენლობაში მონაწილეობდა 1863-1864 წლებში პოლონეთის აჯანყების ჩაქრობაში, შემდეგ რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878) ომში. 1892 წელს თადარიგში გავიდა. რუსეთის იმპერიის გენერალ-მაიორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.222

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ვლადიმირის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი

გააზიარე: