The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სვანიძე

დაბადების თარიღი:1890
გარდაცვ. თარიღი:1965  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი(ჰარმონია, ფორტეპიანო, კომპოზიცია), თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი(სამკურნალო).

1908 წელს საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ვ. გუნიას მიწვევით მუშაობდა თეატრში - ასწავლიდა სიმღერებს, სპექტაკლებისთვის არჩევდა სიმღერებს; 1941-1945წწ.(ომის პერიოდი) მუშაობდა ექიმად გორში, სადაც პარალელურად სათავეში ჩაუდგა საგუნდო საქმეს, მივლინებული იყო მახაჩკალას, ბუინაკსკსა და ლენინაკანში წითელი არმიის მომღერალთა გუნდების ჩამოსაყალიბებლად; ოთხი ათეული წელი მოგზაურობდა და კრებდა ხალხურ სიმღერებს, მათთან დაკავშირებულ თქმულებებს; მის მიერ შეკრებილი ხალხური სიმღერების ტექსტები ვარიანტებითურთ 5 ტომისგან შედგება, 1957 წელს გამოქვეყნდა ერთი ტომი; მისი ნაწარმოებები და სანოტო ჩანაწერები ინახება ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის ფონდში; 1932 წელს ერთ-ერთმა პირველმა შეადგინა და გამოსცა ნოტების "ანბანი"; აღზარდა მრავალი მოწაფე; თხზულებები: 100-მდე საგუნდო სიმღერა; საბავშვო ოპერები: "გუგული და მამალი"(1920), "ოქროს თავთავი"(1921, 3 მოქმედებად, ლიბრეტო დ. კასრაძე, დირიჟორი გ. სვანიძე, რეჟისოტი მ. ჭიაურელი, შემსრულებელი - ქალთა სამასწავლებლო სემინარიის მოწაფეები, პრემიერა თბილისის სახაზინო თეატრში), ოპერები დიდი პოპულარობით სარგებლობდა იმდროინდელ ბავშვებში; IV და V რესპუბლიკური ოლიმპიადების საპატიო სიგელების მფლობელი; ლოტბარი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 429

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

გააზიარე: