შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ სვანიძე![]()
ბიოგრაფია1920 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(ვოკალური). 1926 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი(ტენორი); 1926 წლის 15 ოქტომბერს დებიუტი შედგა, თანდარუხი(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"); 1920 წლიდან გამოდიოდა საკონცერტო ესტრადაზე; ქართული რეპერტუარი: ტიტე, თანდარუხი(ზ. ფალიაშვილი "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), მებაღე(შ. თაქთაქიშვილი "განთიადი", 1926, პრემიერა), მგოსანი(ზ. ფალიაშვილი "ლატვრა", 1928, პრემიერა), სიკო(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), მასხარა(მ. ბალანჩივაძე "დარეჯან-ცბიერი", 1945), გია, სანდრია(ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი", 1940, "ლაშქარა", 1949), გლეხი(ი. გოკიელი "პატარა კახი", 1943), მეფის მსახური(შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა", 1946), მესტვირე(ა. კერესელიძე "ბაში-აჩუკი", 1946), მოურავი(გრ. კილაძე "ლადო კეცხოველი"), მელიტონი(ა. ბალანჩივაძე "მზია", 1949), ვეზირი(ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები"), წრუწუნა(ა. ანდრიაშვილი "ჩხიკვთა ქორწილი", 1954), სანდრო(ა. შავერზაშვილი "მარინე", 1955); სხვა რეპერტუარი: რემენდადო(ბიზე "კარმენი"), არლეკინი(ლეონკავალო "ჯამბაზები"), ბესო(იპოლიტოვ-ივანოვი "ღალატი), ტრიკე, მთვრალი კაზაკი(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "მაზეპა"), ბომელი(რიმსკი-კორსაკოვი "მეფის საცოლე"), მისაილი(მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"); საოპერო მომღერალი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 429 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |