შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ვირსალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1936 წელს. 1954 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის თერაპიის კათედრის გამგე; 1957–1987წწ. ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე; 1975–1985წწ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი. ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები საქართველოს რეგიონებში და შეიმუშავა ამ დაავადებათა პროფილაქტიკური ღონისძიებანი; დანერგა კვლევის ენდოსკოპიური მეთოდები გასტროენტეროლოგიაში. 1960 წელს მისი თაოსნობით რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოსთან დაარსდა გასტროენტეროლოგიისა და სამკურნალო კვების განყოფილებები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1953). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.273 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |