The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ვირსალაძე

კონსტანტინე ვირსალაძე
დაბადების თარიღი:28 იანვარი, 1914
გარდაცვ. თარიღი:13 ოქტომბერი, 1992  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1936 წელს.

1954 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის თერაპიის კათედრის გამგე; 1957–1987წწ. ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე; 1975–1985წწ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი. ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები საქართველოს რეგიონებში და შეიმუშავა ამ დაავადებათა პროფილაქტიკური ღონისძიებანი; დანერგა კვლევის ენდოსკოპიური მეთოდები გასტროენტეროლოგიაში. 1960 წელს მისი თაოსნობით რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოსთან დაარსდა გასტროენტეროლოგიისა და სამკურნალო კვების განყოფილებები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1953).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.273

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თერაპევტთა მსოფლიო ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1978-)
  • სსრკ IX–X მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1975-1984)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

  • უიპლის დაავადება (თანაავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1989. - 79გვ.
  • კრონის დაავადება : დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1987. - 29გვ.

გააზიარე: