The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი

ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი
დაბადების თარიღი:27 მაისი, 1837
გარდაცვ. თარიღი:15 იანვარი, 1916  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი.

კავკასიის მეფისნაცვალი (1905–1915), კავკასიის ფრონტის მთავარსარდალი (1914–1915). გრაფი, რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე. კავალერიის გენერალი (1890). კავკასიაში თვითმპყრობელობის განმტკიცების პოლიტიკას ატარებდა. აწყობდა დამსჯელ ექსპედიციებს რევოლუციური გამოსვლების წინააღმდეგ. იყენებდა თავისი ხელშეწყობით შექმნილ შავრაზმულ ორგანიზაციებს. ხუცეს გოროდცოვის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის მიერ მთავრობის მხარდასაჭერად მოწყობილ მანიფესტაციას 1905 წლის 21–22 ოქტომბერს მოჰყვა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა თბილისში. ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობდა ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ ხალხებს, კავშირი დაამყარა დაშნაკ ნაციონალისტთა ლიდერებთან და მათთან შეთანხმებით 1913 წლის ნოემბერში დაავალა სპეციალურ თათბირს განეხილათ ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრების თბილისის გუბერნიიდან გამოყოფისა და ცალკე სომხეთის გუბერნიის შექმნის საკითხი. თათბირმა, რომელშიც სომხებიც მონაწილეობდნენ, ეს წინადადება უარყო. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ამიერკავკასიის რუსიფიკაციას. 1909 წელს დაისახა ამოცანა, ამიერკავკასიაში ჩამოესახლებინა ნახევარი მლნ. რუსი და მათი რაოდენობა, ნაცვლად 2,5 პროცენტისა, 15 პროცენტამდე გაეზარდა. ფართო კოლონიზაციის შედეგად 1908–1915წწ. საქართველოში გადმოასახლეს 66 ათასი კაცი, რომლებიც ადგილობრივი გლეხებისათვის ჩამორთმეულ მიწებზე დაასახლეს. მისივე ინიციატივით 1913 წელს კავკასიაში გატარდა კანონი დროებით ვალდებული გლეხების მიერ მიწის სავალდებულო გამოსყიდვის შესახებ. ამავე დროს, მეფისნაცვლის თანამდებობაზე ყოფნისას ზოგი რამ სასიკეთოც გააკეთა: 1907–1909წწ. თბილისში აშენდა გვირაბი, რომელმაც ბოტანიკური ბაღი ქალაქთან დააკავშირა, 1909 წელს გაიხსნა კ. ი. ზუბალაშვილის სახელობის სახალხო სახლი (ახლანდელი კ. მარჯანიშვილის თეატრი); 1911 წელს - ბავშვთა საავადმყოფო და თბილისის ელექტროსადგური. ყოველივე ამის გამო თბილისის სათათბირომ 1913 წლის 25 ნოემბერს იგი ქალაქის საპატიო მოქალაქედ აირჩია. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.288


გააზიარე: