შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრო სიმაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ართანა, თელავის რაიონი. თავდაპირველად მღეროდა ყვარლის ასნსამბლში მ. არჯევნიშვილთან, სტუდენტობისას ფ. მახათელაშვილის გუნდში; 1954 წლიდან ანსამბლ "ართანას" ხელმძღვანელობა მის ძმას, მიხეილს დაეკისრა, 1981 წელს ანსამბლი მონაწილეობდა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ კომპოზიტორთა კავშირის პლენუმზე და ლაურეატის წოდება დაიმსახურა, 1985 წელს მოსკოვში კომპოზიტორთა კავშირის პლენუმზე კვლავ დაიმსახურა ლაურეატის წოდება; ამ პერიოდში გაკეთდა ანსამბლის პირველი ჩანაწერები; 2001 წლიდან იყო ქ. თელავის სალოტბარო სკოლის ხელმძღვანელი; 2002 წელს მიიწვიეს პარიზში ანსამბლ "ირინოლასთვის" ქართული ხალხური სიმღერების სასწავლებლად; 2009 წელს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა გამართა მისი შემოქმედებითი საღამო, გამოსცა ორდისკიანი აუდიოალბომი; ასწავლის ახალგაზრდებს ძველ, მივიწყებულ ხალხურ სიმღერებს, ხელმძღვანელობს ალავერდის ტაძრის მგალობელთა ანსამბლს; მისი აღზრდილები თბილისის და კახეთის ანსამბლების სოლისტები და ლოტბარები არიან; მრავალი სახელმწიფო ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი; სიმაშვილების მომღერალი გვარის თვალსაჩინო წარმომადგენელი; ლოტბარი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 431 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |