The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალა სიმონიშვილი

ალა სიმონიშვილი
Date of birth:10 April, 1959  (66 years)
Category:Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი(საფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1981 წელს(საფორტეპიანო), 1987 წელს(ვოკალური).

1990-1994წწ. სტაჟირება გაიარა ქ. ოზიმოს(იტალია) აკადემიაში, პედაგოგები: მ. მელანი, ა. ძედდა, ა. ტონინი, ჩულეტტი, ს. სეგალინი(ყველა ვოკალში); სცენური დებიუტი: ვიოლეტა(ვერდი "ტრავიატა", 1992, ჩეხეთი); 1997 წლიდან არის ქ. ოზიმოს აკადემიის პედაგოგი, 2010 წლიდან პროფესორი, პეზაროს როსინის აკადემიის დოქტორი(1998); რეპერტუარი, მთავარი პარტიები: მოცარტი "იდომენეოსი", "ყველა ქალი ასე იქცევა", "მითრიდატე პონტოს მეფე", "ასკანიები ალბაში", " ფიგაროს ქორწინება", "დონ ჟუანი"; ბელინი "პურიტანელები", "ნორმა", "სომნამბულა"; დონიცეტი "ლუჩია დი ლამერმური", "ლუკრეცია ბორჯა", "ლინდა დი შამუნი"; ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო", "ფალსტაფი"; პიჩინი "როლანდი"; როსინი "სენიორ ბრუსკინო", "ტანკრედი"; პუჩინი "ბოჰემა"; ჩიმაროზა "არმადა", ჰაიდნი "ჰასსე", "რუჯიერო"; ვოკალურ-ინსტრუმენტული: მოცარტი, ვერდი რეკვიემი, როსინი "Stabat Mater", შიმანოვსკი "Stabat Mater", მალერი სიმფონია N4, შოსტაკოვიჩი სიმფონია N14; გასტროლები: იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, ესპანეთი, შვეიცარია, პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, კორეა, იაპონია, სამხრეთ აფრიკა, რუსეთი; პიანისტი, საოპერო მომღერალი, სოპრანო.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 431


Share: