შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მზია სიმონიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1989 წელს (საფორტეპიანო). სწავლის პერიოდშივე გამოდიოდა საქართველოს ფილარმონიის ორკესტრთან ერთად ჯ. კახიძის დირიჟორობით, აგრეთვე მოსკოვში, ლენინგრადში, კიევში, ერევანში; 1990 წლიდან მონაწილეობდა ფესტივალებში (ფინეთი, ჰოლანდია), მიიღო მიწვევები და გამართა სოლო კონცერტები ჰოლანდიაში, შვეიცარიასა და იტალიაში (ლა სკალას სცენაზე); ამავე წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი, პარალელურად ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პროფესორ ვ. შიუკაშვილის ასისტენტი; 1992 წელს შედგა მისი დებიუტი შვეიცარიაში; 1993 წელს სწავლა განაგრძო ვენის Hohschsule-ში, პედაგოგი პ. ბადურა-სკოდა; ხშირად მართავდა კონცერტებს ევროპის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებში; 2004 წლიდან მართავდა საქველმოქმედო კონცერტებს ქართველი ბავშვების დასახმარებლად; პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 432; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.74 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |