Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მზია სიმონიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1989 წელს (საფორტეპიანო). სწავლის პერიოდშივე გამოდიოდა საქართველოს ფილარმონიის ორკესტრთან ერთად ჯ. კახიძის დირიჟორობით, აგრეთვე მოსკოვში, ლენინგრადში, კიევში, ერევანში; 1990 წლიდან მონაწილეობდა ფესტივალებში (ფინეთი, ჰოლანდია), მიიღო მიწვევები და გამართა სოლო კონცერტები ჰოლანდიაში, შვეიცარიასა და იტალიაში (ლა სკალას სცენაზე); ამავე წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი, პარალელურად ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პროფესორ ვ. შიუკაშვილის ასისტენტი; 1992 წელს შედგა მისი დებიუტი შვეიცარიაში; 1993 წელს სწავლა განაგრძო ვენის Hohschsule-ში, პედაგოგი პ. ბადურა-სკოდა; ხშირად მართავდა კონცერტებს ევროპის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებში; 2004 წლიდან მართავდა საქველმოქმედო კონცერტებს ქართველი ბავშვების დასახმარებლად; პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 432; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.74 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |