შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე სირბილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქ. ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1923 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1938 წელს(ინსტრუმენტული ფაკულტეტი). 1925 წლიდან იყო ქ. ქუთაისის რკინიგზასთან არსებული სასულე ორკესტრის დირიჟორი; 1930 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის ორკესტრის დირიჟორი და ინსპექტორი; 1931-1937წწ. ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი; სხვადასხვა წლებში თბილისის IV მუსიკალური სასწავლებლის პედაოგი(1938-1941), თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის საორკესტრო განყოფილების გამგე და პედაგოგი; 1941-1944წწ. საქართველოს სახელმწიფო რადიოკომიტეტის სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსი; 1944-1949წწ. საქართველოს ფილარმონიის საორკესტრო ბიუროს დირექტორი; 1949-1965წწ. მუსკომედიის თეატრის დირიჟორი; ქართული რეპერტუარი, მუსიკალური კომედიები: რ. ლაღიძე "მეგობრები", გ. ცაბაძე "სიყვარულის სიმღერა", "ბრწყინვალე მომავალი", "ჩვენი ნაცნობები", "ტრფობის ბადეში", "მიყვარს ჩემი ქუჩა", ნ. გუდიაშვილი "შეხვედრა აგარაკზე", "საჩუქარი", შ. მილორავა "ერთხელ გაზაფხულზე", "სასიძოები", "დალი", ი. გეჯაძე, "ორი რეკორდი", შ. აზმაიფარაშვილი "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", შ. ჯოჯუა "ორი ქალიშვილი"; სხვა რეპერტუარი: მილიუტინა "ტრემბიტა", ჰაჯიბეკოვი "არშინ მალალანი", კალმანი "სილვა". წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 433 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |