The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ სიფრაშვილი

დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1963  (62 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1985 წელს(საფორტეპიანო).

1985 წლიდან ცხოვრობს უცხოეთში; 2009 წლიდან მეუღლესთან მ. ანდერსთან ერთად მართავდა კონცერტებს, მათ ჩაწერეს: მუსორგსკი "სურათები გამოფენიდან", სტრავინსკი "კურთხეული გაზაფხული"; 2009 წლიდან მოღვაწეობს ქ. პლეზანტონპში(აშშ, კალიფორნია), მის მიერ დაარსებულ მუსიკისა და ხელოვნების აკადემიაში "Inspire Academy of Music and Arts"(პედაგოგი, შემსრულებელი); არის "სტეინვეის ფირმის ოსტატი"; გამოსცა რამდენიმე ალბომი; მის რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა რომანტიკულ მუსიკას; ქართული რეპერტუარი: ო. თაქთაქიშვილი საფორტეპიანო კონცერტი N3 "ახალგაზრდული"(1974, პირველი შესრულება); სხვა რეპერტუარი: დასავლეთ ევროპული და რუსული მუსიკის კლასიკა; პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 433

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - შუმანის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, I პრემია (ცვიკაუ)

გააზიარე: