Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ვეზირიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1961 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1978 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ხელმძღვანელობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ევროპული აკადემიის საქართველოს ფილიალს. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა ენერგოდამზოგავი პროგრესული ტექნოლოგიების დამუშავება, განახლებადი ენერგორესურსების ეფექტური გამოყენებისათვის დანადგარების შექმნა და ეკოლოგიური სისტემის დაცვის კომპლექსური სქემების დანერგვა. გამოქვეყნებული აქვს 18 მონოგრაფია და 9 სახელმძღვანელო. არის 7 გამოგონების ავტორი. 1974 წელს ოთარ ვეზირიშვილმა ვ. გომელაურთან ერთად შექმნა საბჭოთა კავშირში პირველი თბური ტუმბო, რომელიც დაინერგა სამტრედიის ჩაის ფაბრიკაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბოენერგეტიკული დანადგარების სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი. 200-დე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 18 მონოგრაფიისა და 7 გამოგონების ავტორი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 9 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1987), ენერგეტიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.236; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 127-128 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |