The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ნუცუბიძე

გიორგი ნუცუბიძე
დაბადების თარიღი:21 ივლისი, 1882
გარდაცვ. თარიღი:25 იანვარი, 1961  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფშავეთი, თელავის რაიონი.

სცენაზე პირველად გამოვიდა ავჭალის სახალხო თეატრის წარმოდგენაში 1902 წელს. 1906-1921 წწ. მოღვაწეობდა ჭიათურის დრამატულ წრეში, ხოლო 1921 წელს დაინიშნა ჭიათურის თეატრის დირექტორად. ამავე დროს განაგრძობს მსახიობად მუშაობასაც. 1927 წელს თეატრის პარალელურად სამთამადნო მუშა-მოსამსახურეთა კავშირის კლუბის დრამატულ წრეს ხელმძღვანელობს. გ. ნუცუბიძე ჭიათურის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი და წამყვანი მსახიობია. მისი შემოქმედება მრავალფეროვანი იყო: კაკუტა (კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ავეტიკა (ცაგარელის "რაც გინახავს ვეღარ ნახავ"), ბეკინა (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), თავადი წერეთელი (ა. წერეთლის "ბაში აჩუკი"), ფილიპე (ნ. შიუკაშვილის "მზე შინა და მზე გარეთა"), საბა ბერი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), და სხვა. მოღვაწეობდა ქართულ პრესაში, იყო ჟურნალ. "ეშმაკის მათრახისა" და სხვა იუმორისტული ჟურნალების თანამშრომელი. ავტორია წიგნისა "ჭიათურის მუშათა თეატრი". 

წაყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7-თბ., 1984.-გვ.490; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ.82

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1955 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1932 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: