The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ვეკუა

დაბადების თარიღი:12 ივლისი, 1925
გარდაცვ. თარიღი:2012  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მცირე ბარღები, ახლანდელი გალის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1951 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა - 1954 წელს.

მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში (1941-1945); 1962-1994 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცნო ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის გამგე; 1994 წლიდან საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის პროფესორი. გიორგი ვეკუას კვლევის ძირითადი მიმართულებებაა მეცნიერების ფილოსოფიის, კერძოდ, მედიცინის ფილოსოფიური პრობლემები. მან გამოიკვლია ბიოლოგიურისა და სოციალურის თანაფარდობის პრობლემა მედიცინაში, გამოააშკარავა მცდარობა გაბატონებული შეხედულებისა ავადმყოფობის სოციალურობის შესახებ, აჩვენა, რომ დაავადების არსება ბიოლოგიურ კანონზომიერებას ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, რომ იგი სოციალურ არსებას (ადამიანს) ეკუთვნის; მეორე პრობლემა, რომელიც მან დაამუშვა, არის მიზეზობრიობის პრობლემა ფილოსოფიასა და მედიცინაში (მიზეზის ცნების ახლებური განსაზღვრება, დაავადებათა მიზეზისა და პირობების, საერთო და განმასხვავებელი ნიშნების დადგენა, დაავადებათა პოლიეტიოლოგიურობის თეორიის უარყოფა და სხვა); მესამე პრობლემა, რომელიც მან დაამუშავა, არის საკითხი საძიებო აქტივობის მნიშვნელობა ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვაში. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1978), პროფესორი (1979), აკედემიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.237; ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.80-81; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.111

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფილოსოფიურ და სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: