The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დარია ვედრებისელი

დარია ვედრებისელი
ოფიციალური სახელი:დარია მალიაშვილ-კალგინა
დაბადების თარიღი:1874
გარდაცვ. თარიღი:1925  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სამთავროს ეკლესიის გალავანი, მცხეთა
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვედრება, ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ბაქოს ქალთა გიმნაზია პედაგოგიკის განხრით და იქვე დაიწყო მუშაობა მასწავლებლად. აქტიურად ჩაება ბაქოს კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 90-იანი წლებიდან დაიწყო ლიტერატურული საქმიანობა. მოთხრობებსა და ნარკვევებს აქვეყნებდა ბაქოს, თბილისისა და პეტერბურგის რუსულ პრესაში. 1898 წელს ჟურნალ "რუსსკოე ბოგატსტვოში" დაიბეჭდა მისი მოთხრობა "ხიზნები", რომელსაც ინტერესით შეხვდა რუსეთის ლიტერატურული წრეები. 1908 წელს პეტერბურგში ნ. გორბუნოვის გამომცემლობამ გამოსცა მისი მოთხრობების კრებული-"ხელუხლებელი კუთხე" (1912, თბ.,II გამოცემა). დარია ვედრებისელს შემოქმედებითი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ქართველ და რუს მოღვაწეებთან - ვ. კოროლენკოსთან, ნ. მიხალკოვსკისთან, დ. ოვსიანიკო-კულიკოვსკისთან, ე. გაბაშვილთან, გ. თუმანიშვილთან, ნ. ნაკაშიძესთან, ა. ერისთავ-ხოშტარიასა და სხვებთან. ანატოლი კალგინის მეუღლე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.235; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა : "ივერიელი": dspace.nplg.gov.ge.-გვ.15

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: