შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილარიონ სიხარულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაკვანეთი, გურია. ხალხური სიმღერების საფუძვლიანი შესწავლა დაიწყო 15 წლის ასაკში, არტემ ერქომაიშვილთან; მღეროდა ვ. სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ გუნდში; 1932 წელს გახდა სოფელ ლიხაურის გუნდის ლოტბარი; სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ჭანიეთის, ლაშეს, განახლების, გურიანთის, ქვედა ბახვის, მერიის, ნარუჯის, ლაითურის, მაკვანეთის სოფლების გუნდებს; 1963 წლიდან იყო უხუცესთა ანსამბლის "დილას" წევრი; მონაწილეობდა ტრიოში შ. ჭკუასელთან და დ. ქარჩავასთან ერთად; ჰქონდა სიმღერის განსაკუთრებული მანერა, სიმღერის დროს პირს თითქმის არ აღებდა, შეუმჩნევლად, გვერდულად გამოსცემდა ბგერებს; ჰყავდა საოჯახო გუნდი, მღეროდნენ მისი ოჯახის წევრები: მისი შვილები ლია და ტრისტანი, შემდეგ კი შვილიშვილები მაია და ზაზა; ლოტბარი, გურული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 434
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |