The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ I გურიელი

დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:15??
დაკრძალვის ადგილი:შემოქმედის სამონასტრო კომპლექსის ზარზმის სახელობის ეკლესია, სოფ. შემოქმედი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ვახტანგ I გურიელი იყო გურიის მთავარი 1583-1587 წლებში. გამთავრებამდე საბატონიშვილოდ ჰქონდა ქობულეთის მხარე. მთავრად დასვა სამეგრელოს მთავარმა მამია IV დადიანმა, რომელმაც დაამარცხა გიორგი II  გურიელი. ვახტანგ I გურიელის ცოლი იყო ქაიხოსრო II ათაბაგის ასული თამარი. ჰყავდათ შვილები თამარი და ქაიხოსრო. 1587 წელს ოსმალთა მხარდაჭერით გიორგი გურიელმა ვახტანგი ჩამოაგდო და ტახტი დაიბრუნა. ვახტანგ გურიელმა ააგო შემოქმედის სამონასტრო კომპლექსში ზარზმის სახელობის ეკლესია. დაკრძალულია იქვე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.228


გააზიარე: