The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი პაპალაშვილი

გიორგი პაპალაშვილი
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1908
გარდაცვ. თარიღი:20 იანვარი, 1974  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. თბილისი
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტიბაანი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოტექნიკური განყოფილება 1931 წელს.

1936-1974წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრას. დიდი როლი შეასრულა საქართველოში გენეტიკის განვითარების საქმეში. ძირითად ნაშრომებში განხილულია ზოგადი და რადიაციული გენეტიკის, აგრეთვე ცხოველთა (თუთის აბრეშუმხვევია, ქართ. ცხვარი) და მცენარეთა (სიმინდი) კერძო გენეტიკის საკითხები. შეიმუშავა მრავალტაროიანი სიმინდის გენეტიკური ტიპების შექმნის გზები. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1959), გენეტიკოსი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 

წაყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7-თბ., 1984.-გვ.667

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1939-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: