The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ II გურიელი

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ვახტანგ II გურიელი იყო გურიის მთავარი 1639-1640 წლებში, გიორგი II გურიელის უმცროსი ვაჟი. საბატონიშვილოდ ჰქონდა მდინარე ბჟუჟის ხეობა. XVII საუკუნის დასაწყისში ზარზმიდან (სამცხე) გადმოტანილი საეკლესიო სიწმინდეების დასაცავად შემოქმედის ეკლესიასთან ააგო ღვთისმშობლის შობის ეკლესია და მას რამდენიმე აზნაური და ოთხმოცი კომლი გლეხი შესწირა. 1639 წელს გურიელად დასვა ლევან II დადიანმა და ფაქტობრივად მისი ვასალი იყო. 1640 წელს მან გურიიდან განდევნა ქრისტეფორო დე კასტელი და სხვა მისიონერები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.228


გააზიარე: