შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა სიხარულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1989 წელს(საფორტეპიანო). 1989 წლიდან არის თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი(ფორტეპიანო); 2003-2014წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ფორტეპიანო), 2006 წლიდან ასისტენტ-პროფესორი; 2005 წლიდან თბილისის ე. მიქელაძის სახელობის II მუსიკალური სკოლის პედაგოგი(ფორტეპიანო); ქართული რეპერტუარი: ი. ცინცაძე 24 იმპროვიზაცია(1999, პირველი შესრულება), "კონტრასტები" ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის(2000, პირველი შესრულება), კვინტეტი ფორტეპიანოსა და ჩასაბერი საკრავებისათვის(2006, პირველი შესრულება), "კონტრესტები", კამერული ვარიანტი(2008, პირველი შსრულება), რ. ლაღიძე "რონდო-ტოკატა", ა. მაჭავარიანი "ხორუმი"; საქართველოში საჯაროდ ბეთჰოვენის ათივე სავიოლინო სონატის პირველი შემსრულებელი(მევიოლინე რ. ჯანდიერი); გასტროლები: საქართველო, იაპონია; პიანისტი, იმპროვიზატორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 434 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |