შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგეი ზაბოზლაევი![]()
ბიოგრაფიაპირველი ქართული ფილმების გადამღები. 1923 წლიდან მუშაობდა საქართველოს "სახკინმრეწვში" ოპერატორად. გადაიღო ფილმები: "მამის მკვლელი" (ა. ბეკ-ნაზაროვი, 1923), "დაკარგული საუნჯე" (ა. ბეკ-ნაზაროვი, 1924), "ვინ არის დამნაშავე" (ა. წუწუნავა, 1925), "ნათელა" (ა. ბეკ-ნაზაროვი, 1926), "ხანუმა" (ა. წუწუნავა, 1926), "ორი მონადირე" (ა. წუწუნავა, 1927), "ამერიკანკა" (ა. გალპერინთან ერთად; ლ. ესაკია, 1930). როგორც ოპერატორი იყო კ. მარჯანიშვილის ყველა ფილმის დადგმის თანამონაწილე – "ქარიშხლის წინ" (1926), "გოგი რატიანი" (ვ. კერესელიძესთან ერთად, 1927), "ამოკი" (1927), "კრაზანა" (1928), "კომუნარის ჩიბუხი" (1929); გადაიღო კინოსიუჟეტები მისი სპექტაკლებისათვის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ" და "შუაღამემ გადაიარა" (მ. აფაქიძესთან ერთად). მუშაობდა დოკუმენტურ კინოშიც: წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.296
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |