The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგეი ზაბოზლაევი

სერგეი ზაბოზლაევი
დაბადების თარიღი:1894
გარდაცვ. თარიღი:1939  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

პირველი ქართული ფილმების გადამღები. 1923 წლიდან მუშაობდა საქართველოს "სახკინმრეწვში" ოპერატორად. გადაიღო ფილმები: "მამის მკვლელი" (ა. ბეკ-ნაზაროვი, 1923), "დაკარგული საუნჯე" (ა. ბეკ-ნაზაროვი, 1924), "ვინ არის დამნაშავე" (ა. წუწუნავა, 1925), "ნათელა" (ა. ბეკ-ნაზაროვი, 1926), "ხანუმა" (ა. წუწუნავა, 1926), "ორი მონადირე" (ა. წუწუნავა, 1927), "ამერიკანკა" (ა. გალპერინთან ერთად; ლ. ესაკია, 1930). როგორც ოპერატორი იყო კ. მარჯანიშვილის ყველა ფილმის დადგმის თანამონაწილე – "ქარიშხლის წინ" (1926), "გოგი რატიანი" (ვ. კერესელიძესთან ერთად, 1927), "ამოკი" (1927), "კრაზანა" (1928), "კომუნარის ჩიბუხი" (1929); გადაიღო კინოსიუჟეტები მისი სპექტაკლებისათვის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ" და "შუაღამემ გადაიარა" (მ. აფაქიძესთან ერთად). მუშაობდა დოკუმენტურ კინოშიც:
"მალარია" (ლ. პუში, 1928), "მუხრუჭის გარღვევა" (ს. ფალავანდიშვილი, 1930), "ბუბა" (ნ. ღოღობერიძე, 1930). 1930-დან გადავიდა უზბეკეთში, სადაც გადაიღო ფილმები "
დროის ბეჭედი" (1932), "ჯიგიტი" (1936) და სხვ. კინოოპერატორი.  

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.296


გააზიარე: