შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დინარა ნოდია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1955 წელს. 1959 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; 1959 წლიდან თანამშრომლობდა კინოში. დამდგმელი მხატვარია ფილმების: "დედის ხელი" (1959), "გია მიდის ყამირზე" (1963), "აღმაფრენა" (1964), "გრიბოედოვის საჩუქარი" (1965), "კედელი" (1966), "პეპელა" (1977). მონაწილეობა აქვს მიღებული ჯგუფურ გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია: ეროვნული მუზეუმი (თბილისი, საქართველო); პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი (მოსკოვი, რუსეთი); ტრეტიაკოვის სახელობის გალერეა (მოსკოვი, რუსეთი); ყირგიზეთის სახვითი ხელოვნების მუზეუმი. არის ჯგუფურ გამოფენების მონაწილე. მიღებული აქვს ვენის ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალის დიპლომი (1959), სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის (ВДНХ) ბრინჯაოს მედალი (1961). გრაფიკოსი. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.246 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |