შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დაგმარა სლიანოვა-მიზანდარი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1933 წელს(საფორტეპიანო), 1935 წელს(საკომპოზიციო). 1938-1943წწ. იყო პროფესორ ს. ბარხუდარიანის ასისტენტი; 1938-1983წწ. თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი(თეორიული საგნები); 1964-1983წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(კომპოზიცია, თეორიული საგნები), 1964 წლიდან დოცენტი; თხზულებები: საბავშვო საორკესტრო სიუიტები, კამერულ-ვოკალური, კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები, ვოკალური ციკლები, რომანსები, მათ შორის: "გულის პასუხი", "დიდება ბელადს"(1949, პირველი შესრულება), სიმღერები; სამეცნიერო შრომები: "ქართული ხალხური ერთხმიანი სიმღერა", "ქართული ხალხური სიმღერა ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებაში", "ზ. ფალიაშვილის რომანსები", "ორხმიანობის თვისებურებები ქართულ ხალხურ სიმღერებში"; მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი, პიანისტი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული ხალხური ერთხმიანი სიმღერა", დაიცვა 1964 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 435 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |