The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალენტინა სტეშენკო-კუფტინა

Legal name:ვალენტინა სტეშენკო
Date of birth:20 January, 1904
Date of death:26 August, 1953  (at 49 years)
Burial location:ვაკის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Musician, Educator, Folklorist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლებედინა, უკრაინა.

დაამთავრა ქ. კიევის კონსერვატორია 1923 წელს(საფორტეპიანო).

1924-1930წწ. მართავდა კონცერტებს კიევში, მოსკოვსა და ლენინგრადში; 1925-1935წწ. იყო ქ. კიევის კონსერვატორიის პედაგოგი; 1928 წლიდან იკვლევდა მუსიკალურ ფოლკლორს(შორეულ აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ ოსეთსა და საქართველოში); 1934-1935წწ. თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი(ფორტეპიანო, კამერული ანსამბლი, პიანიზმის ისტორია), 1942 წლიდან პროფესორი, 1947-1950წწ. საფორტეპიანო კათედრის გამგე; კონცერტებს მართავდა საქართველოს ქალაქებში; იკვლევდა ქართულ ხალხურ საკრავიერ მუსიკას; ავტორია უძველეს საკრავ სოინარზე დაწერილი პირველი კაპიტალური მეცნიერული ნაშრომისა; ემეგობრებოდა ქართველ ხელოვნების მოღვაწეებს: ე. ახვლედიანს, ქ. მაღალაშვილს, აგრეთვე ჰ. ნეიჰაუზს, ს. რიხტერს; მის გარდაცვალებას თბილისში კონცერტი მიუძღვნა ს. რიხტერმა; იყო ცნობილი მეცნიერის, ქართული კულტურის მოამაგის, ბ. კუფტინის მეუღლე; საქართველოში მოღვაწე რუსი პიანისტი, მუსიკისმცოდნე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 438



Share: