The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ნავროზაშვილი

ჯემალ ნავროზაშვილი
დაბადების თარიღი:1940
გარდაცვ. თარიღი:9 ივნისი, 2007  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებლის ქორეოგრაფიული განყოფილება (ა. თათარაძის ხელმძღვანელობით) 1960 წელს.

1960 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური დამსახურებული ანსამბლის (ხელმძღვანლები ი. სუხიშვილი, ნ.რამიშვილი, ახლანდელი "ქართული ნაციონალური ბალეტი") სოლისტი-მოცეკვავე. 1966 წელს მთიულური ცეკვების წარმატებით შესრულებისათვის ქართული ხალხური ცეკვის ინდივიდუალურ შემსრულებელთა III რესპუბლიკურ კონკურსზე ოქროს მედალი და პირველი ხარისხის დიპლომი დაიმსახურა. 1972 წელს ანსამბლის ხელმძღვანელობის დავალებით ქ. ლოძის (პოლონეთი) ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დადგა ქართული ცეკვები ზ. ფალიაშვილის ოპერაში "აბესალომ და ეთერი". ანსამბლში მუშაობის პარალელურად ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ქართული ხალხური ცეკვის თბილისის სახელმწიფო სკოლა-სტუდიაში.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.703; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.395

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული კულტურის განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში, კულტურულ - საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი დიდი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1996 - ღირსების მედალი
    საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემის სახელოვნებო განათლების დარგში შეტანილი წვლილისათვის, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1985 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: