The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ III (საქართველოს მეფე)

ვახტანგ III
Date of birth:12??
Date of death:13??
Burial location:დმანისის სიონი, სოფელ პატარა დმანისის მახლობლად, დმანისის მუნიციპალიტეტი
Category:Nobleman, Royalty

Biography

ვახტანგ III იყო საქართველოს მეფე 1298-1299 და 1302–1308 წლებში. დემეტრე  II თავდადებულის ძე,  დავით VIII-ის უმცროსი ძმა. ყაზან ყაენის წინააღმდეგ დავით VIII-ის აჯანყების დასაწყისშივე გაგზავნეს ელჩად ოქროს ურდოში თოხთამიშ ყაენთან. ელჩობა წარმატებით დამთავრდა, მაგრამ უკან გამობრუნებული ვახტანგი გზაში ირანის ილხანებმა დაატყვევეს. ყაზან ყაენმა იგი მეფობის აღთქმით, თავის მხარეზე გადაიბირა და დავით VIII-ის საპირისპიროდ საქართველოს მეფედ დანიშნა, დავით VIII-მ შეძლო მისი დაპატიმრება და ჟინვანის ციხეში გამოკეტა. ივანე ბურსელის შუამდგომლობით ძმები შერიგდნენ, მაგრამ მათ შორის ნდობა მაინც ვერ აღდგა. 1302 წელს ვახტანგ III ყაენს ეახლა. ყაენმა იგი ხელახლა დაამტკიცა მეფედ, მაგრამ ფაქტობრივად მას მხოლოდ თბილისი და ქვემო ქართლი ექვემდებარებოდა. ვახტანგ III ქართულ ჯართან ერთად მონაწილეობდა მონღოლთა ლაშქრობებში სირია-პალესტინაში, გილანში, მონაწილეობდა დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლებშიც, მაგრამ როგორც მემატიანე შენიშნავს: "არათუ ვახტანგ მტერ იყო ძმისა, არამედ თათართა შიშითა იძულებით შეება".  გარდაიცვალა მუცლის სალმობით. მეფე წმინდანადაა აღიარებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. ხსენების დღე არის ძველი სტილით 10 დეკემბერი, ახალი სტილით 23 დეკემბერი. "ქართლის ცხოვრების " მიხედვით ვახტაგ III დასაფლავებულია დმანისის სიონში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.224



Share: