The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეთერ ოკუჯავა

ეთერ ოკუჯავა
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, ხელოვნების ისტორია და თეორია (კინომცოდნეობის სპეციალობით) 1968 წელს; 1977-1978წწ. გაიარა სტაჟირება საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში (ВГИК) კინომცოდნეობის ფაკულტეტზე. 

1973–2011წწ. რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი და ლექტორი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, დოცენტი და სრული პროფესორი (2006-2011); 1993–2003წწ. 1993 წლიდან, პარალელურად - კომპანია "ქართული ტელეფილმი", კინო-ვიდეო რეკლამების და უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, სადაც მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა სატელევიზიო ფილმების კატალოგი; 2008 წლიდან საქართველოს კინოაკადემია, შემოქმედებითი პროექტების ხელმძღვანელი; 2018 წელს ეთერ ოკუჯავა არის მთავარი რედაქტორი კინოჟურნალისა "კინოფორუმი", რომელიც კინოაკადემიამ გამოსცა, 108 გვ., ორენოვანი - ქართულ - ინგლისური, მოიცავს ქართული და მსოფლიოს კინოს მიმოხილვას და ცალკეული ფილმების ანალიზს. იხ.ელ-ვერსია issuu.com; პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტში მოწვეული პროფესორი. მიღებული აქვს საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის კონკურსის პირველი პრემია ნარკვევისათვის "დავით კაკაბაძე და კინემატოგრაფი" (1980), საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის კონკურსის პირველი პრემია რეცენზიისათვის "XIX საუკუნის ქართული ქრონიკა" (1983).

წყარო: gnfc.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კულტურული ინიციატივების ფონდი "ნატო", დამფუძნებელი (2006-)
  • ნატო ვაჩნაძის სახელობის ქართული კინოს აკადემია, ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვიცე-პრეზიდენტი (1994-)
  • საერთაშორისო ფედერაცია "ფიპრესი-ჯორჯია" (FIPRESCI), წევრი (2004-)
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი, სხვადასხვა დროს გამგეობის წევრი (1980-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: