Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ბატონიშვილი![]()
Biographyვახტანგ ბატონიშვილი(ბაგრატიონი) იყო იმერეთის მეფის ალექსანდრე II-ის ძე. თავისი უფროსი ძმის, იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის მმართველობის პირველ წლებში უკმაყოფილო ვახტანგ ბატონიშვილი ამალით ქართლს გაიქცა. მეფე დაედევნა და 1512 წელს მოხისთან დაამარცხა იგი. ქართლის მეფის დავით X-ის შუამდგომლობით ძმები შერიგდნენ. შემდეგში ვახტანგ ბატონიშვილი მეფის პოლიტიკის ერთგული მიმდევარი იყო. 1547 წელს, როდესაც ოსმალები გურიაში შეიჭრნენ, როსტომ გურიელმა დახმარებისათვის მიმართა ბაგრატ III-ს და ლევან I დადიანს. ბაგრატმა გურიელს ვახტანგ ბატონიშვილის მეთაურობით 500 მხედარი მიაშველა, მაგრამ რადგან დადიან-გურიელის შეერთებაში საფრთხეს ხედავდა, ვახტანგს დაავალა, არ დაეშვა მთავართა გაერთიანება. ვახტანგმა წარმატებით შეასრულა ძმის დავალება, დადიანს შეუთვალა – "ჩემ ძმას და გურიელს პირი აქვთ შეკრული, თუ შეიკრიბნეთ... მოგაკვდინებენ ანუ შეგიპყრობენ". დადიანი შეშინდა და უკან გაბრუნდა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.227
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |