The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ჟღენტი

ალექსანდრე ჟღენტი
დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1945
გარდაცვ. თარიღი:4 სექტემბერი, 2021  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის არაბული ქვეყნების ისტორიის სპეციალობაზ; დაამთავრა ი. კ. კარპენკო-კარის სახელობის კიევის კინოსა და თეატრის ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1971 წელს.

1972 წლიდან მუშობდა რეჟისორად კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; 1990 წელს იყო ინიციატორი ფეხბურთში ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებისა; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა-დამოუკიდებელი საქართველო, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ჩოხატაურის 84 საარჩევნო ოლქიდან, საქართველოს ეროვნულ-ლიბერალური კავშირი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1990 წლის 9 აპრილი); 2002 წელს სპორტული კინოსა და ტელევიზიის მსოფლიო დღის დაარსების ინიციატორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "მონადირე" (1970), "ცოტნე დადიანი" (1971), "ამბავი აფხაზი ჭაბუკისა" (1977), "სტადიონი" (დოკუმენტური, 1980), "გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს!" (დოკუმენტური, 1987), "პირველი ეროვნული"(დოკუმენტური, 1990), "საქართველოს ზარები" (დოკუმენტური, 1993), "ქართული ფეხბურთი 110 წლისაა" (დოკუმენტური, 2011) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმებისა: "მონადირე" (1970), "ამბავი აფხაზი ჭაბუკისა" (1977), "სტადიონი" (დოკუმენტური, 1980), "გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს!" (დოკუმენტური, 1987), "პირველი ეროვნული"(დოკუმენტური, 1990), "საქართველოს ზარები" (დოკუმენტური, 1993), "ქართული ფეხბურთი 110 წლისაა" (დოკუმენტური, 2011) და სხვ. 2008 წელს, ქ. ბათუმში გამართულ მართლმადიდებლური ფილმების III საერთაშორისო ფესტივალზე მიენიჭა პრიზი "წმინდა ანდრიას ჯვარი" - კომუნისტური რეჟიმის პერიოდში შემოქმედებითი გამბედაობისათვის.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.295

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა სექცია, თავმჯდომარე (1978-1982)
  • ვასილ ამაშუკელისა და ალექსანდრე წუწუნავს საზოგადოება, დამფუძნებელი (1991-)
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1978-)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი (2005-)
  • საქართველოს საპარლამენტო კინორეფორმის კომისია, თავმჯდომარე (1991-)
  • საქართველოს სპორტული კინოსა და ტელევიზიის ფედერაცია, პრეზიდენტი (2003-)
  • საქართველოს სპორტული კინოსა და ტელევიზიის ფედერაცია, საპატიო პრეზიდენტი (2008-)
  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საექსპერტო კომიტეტი, თავმჯდომარე (1990-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1977 - აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: