შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ვერულავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1967 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ინფორმაციის გარდაქმნის განყოფილებაში. 1975 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ავტომატური მართვის კათედრაზე. 1998 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის კათედრა. ოთარ ვერულავას სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროა ხელოვნური ინტელექტის თეორიის მახასიათებლები, კლასტერირების თეორია, გადაწყვეტილებათა მიღება და აღწერების აგება სახეთა ამოცნობაში. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1994). ინჟინერი მართვის სისტემების დარგში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.252; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.191 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |