The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ვერულავა

ოთარ ვერულავა
დაბადების თარიღი:24 იანვარი, 1945
გარდაცვ. თარიღი:14 დეკემბერი, 2021  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1967 წელს.

მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ინფორმაციის გარდაქმნის განყოფილებაში. 1975 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ავტომატური მართვის კათედრაზე. 1998 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის კათედრა. ოთარ ვერულავას სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროა ხელოვნური ინტელექტის თეორიის მახასიათებლები, კლასტერირების თეორია, გადაწყვეტილებათა მიღება და აღწერების აგება სახეთა ამოცნობაში. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1994). ინჟინერი მართვის სისტემების დარგში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.252; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.191

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბაზელის (შვეიცარია) სამეცნიერო საზოგადოება, კოლეგიის წევრი (2005-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: