შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიძინა რაჭველიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და პარალელურად მეორადი ხელოვნების ფაკულტეტი 1969 წელს. მუშაობდა ელექტროგამშვებ ქარხანაში, პლასტმასის ქარხანაში და საქართველოს კურორტოლოგიის ინსტიტუტში; 1969 წლიდან დაიწყო მუშაობა საქართველოს ტელევიზიაში, ტელეფილმების რეჟისორის ასისტენტად; 1970 წლიდან სწავლა გააგრძელა მოსკოვის სცენარისტებისა და რეჟისორების უმაღლეს საკავშირო კურსების სარეჟისორო ფაკულტეტზე; მუშაობდა "მოსფილმში"; 1972 წლიდან მოღვაწეობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში". დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ლახტი"(1973), "კაცები" (1974), "ბაკულას ღორები" (1976), "ლომა, დავიწყებული მეგობარი" (1982), "ლომა" (1987); სცენარის ავტორია ფილმების: "ლახტი" (1973), "ბაკულას ღორები" (1976), "ლომა, დავიწყებული მეგობარი" (1982), "ლომა"(1987); გადაღებულია ფილმებში: "ბაკულას ღორები" (1976), "აქედანა და შენამდე" (1984), "ლომა" (1987). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; artinfo.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |