The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მიქელაძე

გიორგი მიქელაძე
Date of birth:1 February, 1892
Date of death:2 December, 1974  (at 82 years)
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კულაში, ახლანდელი სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სათეატრო ინსტიტუტი 1924 წელს.

1912 წლიდან გამოდიოდა ჯერ ბაქოს ქართული თეატრის, ხოლო შემდეგ თბილისის სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში. 1919 წელს თბილისში ჩამოაყალიბა რუსული თეატრი, რასაც "თავისუფალი თეატრი" ეწოდებოდა. 1922 წელს მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით თბილისში დაარსდა დრამის სტუდია. 1926 წლიდან იყო ბათუმის დრამის თეატრის მსახიობი. 1928-1933წწ. იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი და რეჟისორი. 1934 წლიდან მისი თაოსნობით შეიქმნა საქართველოში პირველი პროფესიული კოლექტივი თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი. ხელმძღვანელი, დირექტორი და მთავარი რეჟისორი იყო ათეული წლების მანძილზე. დადგმებიდან აღსანიშნავია გ. როსებას "ცაცო" (1934), ვ. კობელის "წკიპა" (1939), ა. ბელიაშვილის "სვანეთის მთებში"(1945), ლ. ბრაუსევიჩის "ჩექმებიანი კატა" (1953), კ. გოგიაშვილის "ოქროს სალამური" (1963) და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წაყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7-თბ., 1984.-გვ.27; მედიაჰოლდინგი "კვირა": kvira.ge

Awards and Honors

  • 1969 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: