შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ სალუქვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება, ჟურნალისტის სპეციალობით 1954 წელს. 1958 წლიდან ეწეოდა კინოდრამატურგისა და კინორეჟისორის შემოქმედებით საქმიანობას; 1989–2000 და 2002–2005წწ. იყო საქართველოს სამეცნიერო–პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიანეს" დირექტორი და საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, კინოსტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "პირველი ზარი" (დოკუმენტური, 1972), "დავით გურამიშვილი" (დოკუმენტური, (1980), "დღე და საუკუნე"(დოკუმენტური, 1984); სცენარის ავტორია ფილმების: "საქართველო არის ესე" (დოკუმენტური, 1967), "ქართული ქორწილი" (დოკუმენტური, 1970), "საქართველოს ლეგენდები და სინამდვილე" (დოკუმენტური, 1971), "პირველი ზარი"(დოკუმენტური, 1972), "დავით გურამიშვილი" (დოკუმენტური, 1980), "დღე და საუკუნე" (დოკუმენტური, 1984); პროდიუსერია ფილმის: "ძველი ქართული ხელნაწერები" (დოკუმენტური, 1988). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.110 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |