The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვიაჩესლავ მიქელაძე

ვიაჩესლავ მიქელაძე
Date of birth:27 March, 1879
Date of death:27 August, 1951  (at 72 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი 1892 წელს, სამხედრო საარტილერიო აკადემია 1901 წელს.

საარტილერიო საქმის სპეციალისტი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1916), წითელი არმიის "კომდივი" (1935). სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი (1934), პროფესორი (1934). 1912 წელს აირჩიეს არტილერიის მთავარი სამმართველოს საარტილერიო კომიტეტის წევრად. 1918 წლიდან საპასუხისმგებლო პოსტები ეკავა წითელ არმიაში. 1933 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ლენინგრადის სამხედრო-მექანიკური ინსტიტუტის უფროსის მოადგილე და კათედრის უფროსი. მრავალი სამეცნიერო გამოკვლევისა და სახელმძღვანელოს ავტორია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.28

Member of Organizations

  • სკკპ, წევრი (1934-)

Awards and Honors

  • ლენინის ორდენი

Share: