The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ სამსონაძე

თენგიზ სამსონაძე
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1928
გარდაცვ. თარიღი:2008  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სკოლა 1949 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1955 წელს. დარგი: ფერწერა, გრაფიკა, თეატრალური და კინო–სატელევიზიო მხატვრობა.

1955 წლიდან სისტემატურად მონაწილეობდა გამოფენებში. დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ფუნჯით ნათქვამი"(1960), "ექიმი მიდის ფეხბურთზე" (1962), "ციმბირის პაპა" (დოკუმენტური, 1968), "დილა მშვიდობისა" (დოკუმენტური, 1974), "სუფთა დაფა" (1981) და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია თბილისის ეროვნულ გალერეაში.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.281

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1968-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1958-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1994 - აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
  • 1980 - საქართველოს სახალხო მხატვარი

გააზიარე: