შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ სამსონაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1957 წელს; თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1963 წელს. 1958 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" მულტიპლიკაციური ფილმების სტუდიაში. დამდგმელი რეჟისორია ფილმის: "ქვასანაყი" (ანიმაციური, 1976); სცენარის ავტორია ფილმის: "გაზაფხულის დაბადების დღე"(ანიმაციური, 1985); დამდგმელი მხატვარია ფილმების: "როგორ ააშენეს სახლი" (ანიმაციური, 1965), "ო, მოდა, მოდა..."(ანიმაციური, 1968), "კაცუნები"(ანიმაციური, 1978), "ყოფნა, თუ სმა..." (ანიმაციური, 1985); ანიმატორია ფილმების: "ჭა" (ანიმაციური, 1974), "თერძი ბესო" (ანიმაციური, 1977), "კაცუნები"(ანიმაციური, 1978), "ფაკირი" (ანიმაციური, 1979), "ყოფნა, თუ სმა..." (ანიმაციური, 1985), "პროფილი და ანფასი" (ანიმაციური, 1988). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |