შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ნახუცრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიური ფაკულტეტი 1928 წელს. 1946 წლიდან ეწევა სამწერლო მოღვაწეობას. პირველი მოთხრობა "თაგუნიას თავგადასავალი" გამოაქვეყნა ჟურნალ "ნაკადულში"; პირველი წიგნი - მოთხრობა "მამამ გამომგზავნა" - 1933 წელს; პირველი პიესა "ნაცარქექია" დაიდგა მოზარდ მაყურებელში - 1936 წელს. პოპულარული იყო მისი მოთხრობა "სილვა ვასილიევი" (1934), რომანი "მგელკაცა" (1939). მას განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ქართულ დრამატურგიაში. მისი პიესები "კომბლე" (1939), "აჩაკუნე" (1940), "წიწამური" (1956), "ფიროსმანი" (1960), "შაითან ხიხო" (1964) და სხვა. წარმატებით იდგმებოდა თეატრებში. განსაკუთრებით პოპულარული იყო პიესა "ჭინჭრაქა" (1962), რომელიც 1963 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში დადგა რეჟისორმა მ. თუმანიშვილმა. ინსცენირებული აქვს ა. პუშკინის "კაპიტანის ქალიშვილი", ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი", ა. ყაზბეგის "ციცია", ვ. ჰიუგოს "კაცი რომელიც იცინის", მ. ჯავახიშვილის "არსენა მარაბდელი". წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.708; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ. 67-68 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |