შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კიაზო ნახუცრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1951 წელს. მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო-არქიტექტექტურის ინსტიტუტში, იყო პროექტის მთავარი არქიტექტორი (1961-1987); სექტორის ხელმძღვანელი (1987-1990). 1979 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სამხატვრო აკადემიაში. ძირითადი ნამუშევრები: კინოთეატრი "გაზაფხული" (1958, ნ. შოშიტაიშვილთან ერთად), მსახიობის სახლი (1970, ვ. ალექსი-მესხიშვილთან ერთად), გმირთა მოედნის რეკონსტრუქცია (1978), საცხოვრებელი კვარტლები ყოფილი პავლოვის ქუჩასთან (ახლანდელი ა. ყაზბეგის პროსპექტი, 1971), იპოდრომთან (1979), I კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული კორპუსი (1955); მონუმენტები და ძეგლები: ი. ჯავახიშვილის, ი. ჭავჭავაძის, მ. ახუნდოვის, ი. ნიკოლაძის, გ. ლეონიძის (1953-1980, ყველგან მოქანდაკე თ. ღვინიაშვილი); დიდების მემორიალი ვაკის პარკი (ვ. ალექსი-მესხიშვილთან და ო. ლითანიშვილთან ერთად, მოქანდაკე გ. ოჩიაური); აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო არქიტექტურულ ღონისძიებებში. პროფესორი (1998). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.708; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.456; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.219 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |