The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ონიანი

ოთარ ონიანი
დაბადების თარიღი:1930
გარდაცვ. თარიღი:22 მაისი, 2012  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სასაში, ლენტეხის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა - მევენახეობის ფაკულტეტი 1954 წელს.

1970-1974წწ. იყო აგროქიმიის მომსახურების საკავშირო ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორი; 1974 წლიდან - საქართველოს ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. დაამუშავა ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების გამოყენების თეორიული და პრაქტიკული საკითხები, შეისწავლა სასუქების გავლენა ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო კულტურის პროდუქციის ხარისხზე და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, აგროქიმიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1981).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.710; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.273; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.293

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოს ნიადაგების განოყიერების მაღალეფექტიანი სისტემების შემუშავებაში, ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პროდუქტიულობის ამაღლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ახალგაზრდა აგროქიმიკოსთა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში დიდი დამსახურებისათვის
  • 1990 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1981 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: